ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინის მორიგი პარტია ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის – “სპუტნიკ ლაით”-ის 3 ათასი დოზა ჩაიტანეს.

როგორც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვაქცინა ხელმისაწვდომი დღეიდან იქნება, მისი თქმით, პრეპარატი, პირველ ყოვლისა, რევაქცინაციას მოხმარდება.

სოხუმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეყვანა შესაძლებელია ვაქცინაციის ერთიან პუნქტში.

2021 წლის 30 დეკემბრიდან – 2022 წლის 26 იანვრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში Sputnik Light-ით 1500 ადამიანი აიცრა, პანდემიის დაწყებიდან სულ 6 929 ადამიანია ვაქცინირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები