EMIS : საქართველოში 3-10 თებერვლის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლა 21 095 მოსწავლის მშობელმა მოითხოვა
განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის – (EMIS) ” ინფორმაციით, 3-10 თებერვლის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, 21095 მოსწავლის მშობელმა დაწერა.
მათივე ცნობით, 3-10 თებერვლის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 10295-მა მშობელმა გააუქმა. ცნობისთვის, ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.