თამარ გაბუნია: პირველადი ჯანდაცვის ქსელში მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ინფიცირებული

“პირველი რისკი, რომლის მოლოდინიც გვქონდა, მედპერსონალის ინფიცირება იყო​ – პირველადი ჯანდაცვის ქსელში მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ინფიცირებული. ამგვარი ღონისძიებებით კლინიკები ცდილობენ, დეფიციტი აიცილონ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იზოლაციის ვადების შემცირება აქტიურად განიხილება.

“პირველი რისკი, რომლის მოლოდინიც გვქონდა, მედპერსონალის ინფიცირება იყო. მათი დიდი ნაწილი აცრილია, აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ დაავადება მსუბუქად ჩაივლის, უმრავლესობა უსიმპტომოა. აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო გამოცდილებასთან, რაც არის 5 დღე და ტესტირების საფუძველზე სამსახურში დაბრუნება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მედპერსონალი, რომელიც უსიმპტომოა და 5 დღის შემდეგ უარყოფითი იქნება დაუბრუნდეს დროულად და არ შეიქმნას პრობლემები. დღესაც პირველადი ჯანდაცვის ქსელში მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ინფიცირებული. ამგვარი ღონისძიებებით კლინიკები ცდილობენ, დეფიციტი აიცილონ“, – აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები