თამარ გაბუნია: დღევანდელი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ პიკის ფაზაში ვართ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელება უკვე პიკის ფაზაშია.

“გარკვეულწილად, ის მაჩვენებელი, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ პიკის ფაზაში ვართ. მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს გაგრძელება ეს პიკი და როდის დაიწყებს ინფექცია უკან დახევას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, მომდევნო დღეების მაჩვენებელზე დაკვირვების შედეგად შესაძლებელი იქნება იმის თქმა, თუ როდის დაიწყებს შემთხვევათა რაოდენობა შემცირებას.

„მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაკვირვების თვალსაზრისით. საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი. მომდევნო დღეები მოგვცემს მეტ მტკიცებულებას, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია და როდიდან უნდა ველოდოთ რაოდენობის შემცირებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები