ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 483 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 483 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსს დე ფაქტო აფხაზეთში 3 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 71 პაციენტი მკურნალობს, 20 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 15 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 851-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 605-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები