რუსეთის საგარეო უწყება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყებაში მედიაცენტრს ქმნის
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში, ე.წ. მინისტრ ინალ არძინბას ხელმძღვანელობით, მრავაფუნქციური მედიაცენტი ამოქმედდება, რომლის მთავარი ამოცანა საერთაშორისო საინფორმაციო პოლიტიკაში ოკუპირებული აფხაზეთის “პოზიციის განმტკიცება” იქნება.
ამის შესახებ პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანა გამისონიამ განაცხადა.
მედიაცენტრი პლატფორმა “აფხაზეთის მომავლის” მხარდაჭერით იქმნება და მისი საქმიანობის კოორდინირება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტთან მოხდება.
როგორც გამისონიამ თქვა, ცენტრის თანამშრომლები “აფხაზეთის იმიჯის გაუმჯობესების კამპანიით იქნებიან დაკავებული”.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის შესახებ ობიექტურ ინფორმაციას ფართო საერთაშორისო გაშუქება ჰქონდეს. ამიტომ, ვაყალიბებთ მექანიზმებს ინფორმაციის ყოველმხრივ გავრცელებისთვის. მათ შორის, ჩვენი რუსი კოლეგების აქტიური მხარდაჭერით“, – აღნიშნა გამისონიამ.
მედიაცენტრის ოფიციალური გახსნა რამდენიმე კვირაში იგეგმება.