კელი დეგნანი: ვიმედოვნებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელის განხილვამდე ახალი კანდიდატების დამტკიცება არ მოხდება

“საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მას კანონით განსაზღვრული ჰქონდა კიდევ სამი წელი, მის წინააღმდეგ არ ყოფილა გარკვეული ტიპის საჩივარი ან სხვა რაიმე პრეტენზია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ახალი კანდიდატების დამტკიცება/დანიშვნა არ მოხდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს ამასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახელმწიფო ინსპექტორის დანიშვნის საკითხი სათანადო ვადებში ჩატარდეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრისას განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მისი ვიზიტი ნატო-ში, შეხვედრები ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი. იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი წარიმართება სათანადოდ იმ ვადების ფარგლებში, რაც არის გათვალისწინებული კანონით, რადგან აღნიშნული სამსახურები ძალიან დიდი დატვირთვის მქონეა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პირადი მონაცემების დაცვაზე, მაშინ როცა ონლაინ არის ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია განთავსებული. სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის მნიშვნელობა დიდია ადამიანთა უფლებების მიმართულებით. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელებად შერჩეულნი იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და არ იქნება ეს პროცესი ნაჩქარევად წარმართული”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები