ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი ერთი კვირის განმავლობაში ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი ერთი კვირის განმავლობაში ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს. მიზეზი ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონეა.
ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე ამ დროისთვის ოჩამჩირის, გულრიფშის, გალისა და ტყვარჩელის რაიონები დარჩება.

ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 3 თებერვლისთვის ზღვის დონიდან 415 მეტრზე ოდნავ მეტი იყო, ხოლო კრიტიკული მაჩვენებელი 425 მეტრია.
2021 წლის დეკემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის ნაკადს რუსეთიდან იღებს, ის ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს მოიცავს

ცნობისთვის, ჯვრის წყალსაცავში რეზერვები პრაქტიკულად ამოწურულია, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ენგურჰესი ვერ იმუშავებს უწყვეტად.

‘’ენგურჰესის’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას განცხადებით, აუცილებელია, რომ უახლოეს მომავალში ელ.ენერგიის მოხმარება შემცირდეს, ან ამინდის პირობები შეიცვალოს და წვიმა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები