დევი ტაბიძე: „ომიკრონის“ ტალღის პიკზე ვართ, რაც, დაახლოებით, 7-10 დღე გაგრძელდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ვირუსის მაღალი მაჩვენებლები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

„დღეს ჩვენ უკვე „ომიკრონის“ ტალღის პიკზე ვართ. ეს, დაახლოებით, ერთი კვირა, 10 დღე გაგრძელდება და ის კლებას დაიწყებს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გავცდეთ ამ ვირუსის მიერ გამოწვეულ გართულებებს“, – აცხადებს დევი ტაბიძე.

დევი ტაბიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვას რეკომენდაციები, გაიკეთოს ვაქცინა და “ბუსტერ” დოზები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები