6 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 750 228 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 750 228 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 339 688 , >18 ასაკის მოსახლეობის 46.6%. სრულად ვაქცინირებულია 1 226 924 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.7%. ბუსტერ დოზით აცრილია 181 210. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 954 (2.23%) სრულად აცრილია -2 852 (1.61%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 468 (15.38%) სრულად აცრილია- 10 905 (13.45%). 5 თებერვალს ჩატარდა 2 443 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.