ჯანმოს დირექტორი: ნაადრევია ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადება.

მისივე თქმით, ვირუსი საშიშია და ის განვითარებას აგრძელებს.

„მსოფლიოს უმეტეს ნაწილში სიკვდილიანობის ძალიან შემაშფოთებელ ზრდას ვხედავთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ნარატივით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო. მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს. ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება.

ეს ვირუსი გააგრძელებს განვითარებას, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, გააგრძელონ ტესტირება, მონიტორინგი და სეკვენირება. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ვაქცინებზე. ამავდროულად, ასევე ცხადია, რომ ვირუსის განვითარებასთან ერთად ვაქცინების განვითარება შეიძლება საჭირო გახდეს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები