დიმიტრი ხუნდაძე: მედიკამენტების ფასები შეუსაბამოდ მაღალია და მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას – პრემიერის განცხადების შემდეგ, მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მედიკამენტების ფასები მაღალია, რაც სიღარიბეს ამძაფრებს.

მისივე თქმით, მედიკამენტების ფასებთან მიმართებით ზეპარტიული მხარდაჭერა და სექტორში მონაწილე მხარეების ადეკვატური პასუხისმგებლობაა საჭირო.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ მედიკამენტების ფასები შეუსაბამოდ მაღალია, მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას და ამძაფრებს სიღარიბეს. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო იყო მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება, რაც პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, პრაქტიკულად უკვე გვაქვს, რათა პირველ ეტაპზე გაიხსნას თურქეთის ბაზარი და ასევე ინტენსიურად წარიმართოს საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა, რის გარეშეც სექტორის დარეგულირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი სამი დღის წინ სტუმრობდა ჯანდაცვის კომიტეტს, ხვალ კი მორიგი შეხვედრა სამინისტროში გაიმართება. აქაც ზეპარტიული მხარდაჭერა და სექტორში მონაწილე მხარეების ადეკვატური პასუხისმგებლობაა საჭირო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები