ამირან გამყრელიძე: დადებითი შემთხვევის 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითი შემთხვევის 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს.

„ყველა დადებითი შემთხვევის 90-95%-ში უკვე „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებულია 1754 „ომიკრონის“ შემთხვევა. აქედან შესწავლილია დეტალურად 1184 შემთხვევა. 1184 შემთხვევიდან 50% იყო ორჯერ ვაქცინირებული და 14%-ში გვაქვს რეინფიცირება, ანუ ადამიანი, ვისაც მანამდე ჰქონდა „დელტა“, დაემართა „ომიკრონი“. ამ 1184-დან 38-ის შემთხვევაში გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო. 1184-დან 3-ის შემთხვევაში გვქონდა გარდაცვალება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იანვრის განმავლობაში ან დეკემბრის მეორე ნახევარში „ომიკრონისგან“ გარდაიცვალა მხოლოდ 3 ადამიანი, იმიტომ რომ ეს გახლავთ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები