გადავლენ თუ არა სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე – თამარ გაბუნიას კომენტარი

„სასწავლო პროცესი გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახალ მიმდინარეობს. ჰიბრიდული რეჟიმით სკოლები არიან კარგად მომზადებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ სკოლები ონლაინ სწავლის რეჟიმზე არ გადავა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები