ნუცა ბუზალაძე “ახალი ტალღა” 2014-ის გამარჯვებულია (ვიდეო)
იურმალას მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული ნუცა ბუზალაძე გახდა. ქართველმა მონაწილემ კონკურსის ბოლო დღეს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მიიღო. ის ჟიურის ყველა წევრმა 11 ქულით შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერალი “ახალი ტალღა” 2014-ის წინა საკონკურსო დღეებშიც მიღებული მაღალი ქულებით ლიდერობდა.
ნუცა ბუზალაძემ კონკურსის ბოლო დღეს კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა “in my dreams” შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი მონაწილეობდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=L5avKGUJWYU” width=”560″ height=”315″]