ალექსანდრე გოგინავა – “რისკჯგუფებში “ომიკრონსაც” შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა”
„ომიკრონს“, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რისკჯგუფებში მასაც შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ხანდაზმულები ვაქცინაციაში აქტიურად უნდა ჩაერთონ.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, ვაქცინაცია უნდა წავიდეს აქტიურად, განსაკუთრებით – იმ ადამიანებში, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება და არიან ხანდაზმულები. „ომიკრონს“, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რისკჯგუფებში, მასაც შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა“, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.