თუმანიშვილის თეატრი ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

თუმანიშვილის თეატრი ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება. დასი შოტლანდიაში 24-ჯერ ითამაშებს ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის “ცხოველების ფერმა” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს. დადგმა თბილისში ბრიტანელ რეჟისორ გაი მასტერსონს ეკუთვნის.
პოლიტიკური იგავის მთავარი პერსონაჟები ცხოველები არიან, რომელთაც მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი – ადამიანებს არ დაემსგავსონ და ამისთვის მმართველობის სპეციფიკურ სისტემას ქმნიან, რომელიც საბჭოთა დიქტატურის ანალოგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები