პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა
66 წლის ასაკში მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი და ფილოლოგი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას გულმა უმტყუნა.
დაიბადა 1955 წლის 10 აპრილს, საგარეჯოს რაიონის სოფელ სოფელ გიორგიწმინდაში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს.
1997-2005წწ. იყო მე-6 გიმნაზიის დირექტორი;
იბეჭდება ჟურნალ „ცისკარში”, „ჩვენს მწერლობაში”, „უნივერსიტეტის გაზეთში”, „პირველ სხივში”, კრებულში „პოეზია”, „კლდეკარში”, „ანეულში“, „ლიტერატურულ საქართველოსა” და „ლიტერატურულ გაზეთში”;
გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული: „დაბრუნება ძველ სახლში” (1985), „საგაზაფხულო ლოცვა” (1989), „შვილს” (2017), „ცად მივყვები ნისლს“ (2020).
მის ლექსებზე დაწერილია სიმღერები; ნანა ჯანელიძის კინოფილმისთვის „იავნანა” (1994). მისი სიმღერებია: „იავნანა” და „შობის გალობა” (ცისკრის ალილო); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
სადისერტაციო თემა – “მეოცე საუკუნის ათიანი წლების ლიტერატურული კრიტიკა”, დაიცვა 1983 წელს.