ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ამაგდარი“ გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ამაგდარი“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“თქვენი ღვაწლი არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ თქვენი მრავალწლიანი შრომით, ერთგულებითა და პასუხისმგებლობით შენდება ძლიერი და განვითარებული საზოგადოება. თქვენ მიერ გაწეული საქმეები ფასდაუდებელია და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. გულწრფელ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს და თითოეულ მოქალაქეს გაუკეთეთ“- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები 22 მოქალაქე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნეს.
ღვაწლმოსილი ადამიანების პატივსაცემად, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.