ხორვატიის პრემიერმა, უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა

ხორვატიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვმა, უკრაინასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა.

25 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არაა და ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მოვლენებს მაქსიმალურად ჩამოშორდება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება.

”პრეზიდენტის განცხადება უკრაინაში კორუფციის შესახებ არ არის ჩვენი პოზიცია, მე მთავრობის სახელით ბოდიშს ვუხდი უკრაინელებს”, – წერს ხორვატიის პრემიერი ”ტვიტერის” გვერდზე.

მანამდე, ოფიციალურმა კიევმა უკრაინაში ხორვატიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა და ქვეყნის პრეზიდენტისგან საჯარო ბოდიში მოითხოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები