„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან თანამშრომლობაში ბრალდებული კაცი სიკვდილით დასაჯა

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სიკვდილით დასაჯა მამაკაცი, რომელსაც ისრაელის სასარგებლოდ თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მამაკაცი, რომლის ვინაობაც მხოლოდ ინიციალებით არის დასახელებული, ისრაელის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიწოდებაში იყო ბრალდებული.

„ჰამასის“ მტკიცებით, აღნიშნული პირი მონაწილეობდა ისეთი ინფორმაციის გადაცემაში, რომელმაც, მათი განცხადებით, ხელი შეუწყო პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერებზე, მათ შორის „ალ-ყასამის ბრიგადების“ ერთ-ერთ მეთაურზე, განხორციელებულ მიზანმიმართულ თავდასხმებს.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ განაჩენი „ყველა რევოლუციური პროცედურის დასრულების შემდეგ“ აღასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები