სირიის დედაქალაქ დამასკოში, ალ-ნასრის ქუჩაზე მდებარე კაფეში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 16 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას სირიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აფეთქება იუსტიციის სასახლისა და ისტორიული ჰამიდიეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, კაფეში წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა, თუმცა სირიის ხელისუფლებას მომხდარის მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.