თამარ გაბუნია: საწოლფონდის 45% თავისუფალია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისათვის, საწოლფონდის 45% თავისუფალია.
„საწოლფონდის დაახლოებით 45%-ია თავისუფალია. იგივე შემიძლია, ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
მისი განმარტებით, კორონავირუსის ინფიცირების მკვეთი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების რაოდენობა არ მომატებულა.
“დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 87 609 აქტიური შემთხვევაა. აქედან ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს 4595 პაციენტი, რეანიმაციაში კი 283 ადამიანი იმყოფება”, – აღნიშნა გაბუნიამ.