საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8 728 პირს დაუდასტურდა, 8 545 პაციენტი გამოჯანმრთელდა.