მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლამდიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დილიდან წირვა შესრულდება ყველა მოქმედ ტაძარში. პარალელურად, წყალკურთხევის რიტუალიც გაიმართება.
საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. დღესასწაული იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს გამოვლინდა სამება სრული სახით – ქრისტეს ნათლობის დროს სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა, ზეციდან კი ხმა გაისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ“.