თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეუწყდება
18 იანვარს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გლდანის რაიონში, სატუმბო სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას gwp ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 იანვარს ღამის 22:00 საათიდან 19 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
გლდანის 3, 3ა, 4, 5, 6, 7, 8 მ/რ-ებს. თიანეთის გზატკეცილს, ვართაგავას, მორეტის, მამკოდის, ა.რაზმაძის, კობერიძის, მიდელაურის, საბაშვილის, კანდელაკის, მიქატაძის, მებაღიშვილის, ბარათაშვილის, წინამძღვრიშვლის, პატარა ტბის, ლესელიძის, ხერგიანის, მარჯანიშვილის, ტიხონოვის, მაისურაძის, ვ. ჟღენტის, გულისაშვილის, კეცხოველის, ნანეიშვილის, წყაროთუბანს, ხიზანიშვილის, ჯაბიძის, ტაბატაძის, სამხარაძის, მირაქიშვილის ქუჩებს, გლდანის საპატიმროს, ჰაიდერბერგცემენტს, ბიტკოინის ქარხანას, სოფ. ბერთუბანს, სოფელ გიორგიწმინდას, ბაბილოძის, ბელქანიას, კვეესის, კობახიძის, კობახიძის შეს, მახვილაძის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, ბუცხრიკიძის, ბორჩალოელის, ნასერალას ქედის, ბატონიშვილის და კალანდაძის ქუჩებს, ელ. ქვესადგურის დასახლებას. სოფ. გლდანში: კულა გლდანელის, სააკაძის, ფიროსმანის, რუსთაველის, ხერგიანის, მიქატაძის, ინგუშეთის, წყაროს, მაისურაძის, გულისაშვილის, ოშკელის, ბარათაშვილის, ნასერალას ქედის ქუჩებს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აცხადებენ GWP-ში.