უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში – ე.წ ტირის თოფით მოკლული ქალის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში, – ასე ახასიათებენ, შვილის მიერ ე.წ ტირის თოფით, შემთხვევით, მოკლულ ქალს ახლობლები.

როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი შუახნის ქალი წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერთიფიცირებული პედაგოგი მ.ფიფია იყო.

“უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში,უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი, ხელი რომ გამოსდო მოხდა გასროლა და შემთხვევით დედას მოხვდა საძილე არტერიაში…აბა რა გითხრათ, ვერ მოხერხდა ქალის გადარჩენა”,- აღნიშნა ოჯახის ახლობელმა ”კვირასთან” საუბრისას.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ შვილის მიერ, შემთხვევით, გასროლილმა ტყვიამ დედა, 50 წლამდე ქალის სიცოცხლე, იმსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით, მუხლით დაიწყო. შუახნის ქალს ქმარი და ორი შვილი დარჩა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები