ზუგდიდში, ოდიშის ქუჩაზე კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდში, ოდიშის ქუჩაზე კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.