ივანე ჩხაიძე: სასწავლო პროცესის განახლება და ვაქცინაცია აუცილებელია
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლება აუცილებელია.
ამასთან, მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.
“აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს და მიგვაჩნია, რომ სკოლაც მზად უნდა დახვდეს ბავშვებს. მზაობაში ჩვენ ვგულისხმობთ: პედაგოგების, სასწავლო პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალის, ტექნიკური პერსონალის ვაქცინაციას. როდესაც ვსაუბრობთ სკოლის მხარეზე, მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ, არის თუ არა ოჯახი მზად იმისათვის, რომ სახლში შექმნას უსაფრთხო გარემო. ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის წევრების ვაქცინაციას, ვინაიდან ინფიცირების მეორე წყარო, ეს არის საყოფაცხოვრებო კონტაქტი. ეს არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, რომელიც განაპირობებს სწავლის განახლებას მინიმალური რისკების ქვეშ”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.