“რატომ არ შეიძლება, უბრალოდ, ავიღოთ და ყველა დავინფიცირდეთ “ომიკრონით” პანდემიის დასრულების მიზნით, თუ ის მსუბუქია და მას შეუძლია ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერება?”, – სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელებულ მსგავს კითხვებს ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვაქცინის განათლების ცენტრის დირექტორი, პოლ ოფიტი და ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, რობერტ მერფი პასუხობენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ “გამიზნულად “ომიკრონით” დაინფიცირების იდეა ბოლო დროს “მოდაშია შესული”, ის “ტყის ხანძარივით გახდა პოპულარული”.
მათივე თქმით, „გიჟი უნდა იყო, თუ ამით დაინფიცირებას ცდილობ. ეს ჰგავს დინამიტთან თამაშს“.
თუ ასეთი აზრი გაგიჩნდათ, ექსპერტები ხუთ მიზეზს წარმოგიდგენენ, რატომ არ უნდა დაინფიცირდეთ შეგნებულად კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით.
1. ეს არ არის “ცუდი გაციება”. მსუბუქი მიმდინარეობის დროსაც კი შეინიშნება ძლიერი ცხელება, სხეულის ტკივილები, შეშუპებული ლიმფური კვანძები, ყელის ტკივილი, რის გამოც ადამიანები დაუძლურებულნი არიან რამდენიმე დღის განმავლობაში.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ Covid-19-ის მძიმე შედეგის რისკი უფრო მაღალი იყო ვაქცინირებულ ადამიანებში, რომლებიც იყვნენ 65 წელზე უფროსი ასაკის, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ან ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ მინიმუმ ერთი შემდეგი ჯანმრთელობის პრობლემა: დიაბეტი ან ქრონიკული თირკმლის, გულის, ფილტვის, ნევროლოგიური ან ღვიძლის დაავადება.
2. შეიძლება, მიიღოთ ხანგრძლივი ყნოსვის დაკარგვა (და, შესაბამისად, გემოვნების გრძნობა), რაც უფრო ხშირი სიმპტომი გახდა Covid-19-ის მსუბუქ შემთხვევებში. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების დაახლოებით 80%-ს ყნოსვისა და გემოს უნარის დაკარგვა აქვს, თუმცა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ეს შეგრძენებები მათ უბრუნდებათ. მაგრამ არის განსხვავებული შემთხვევებიც, როდესაც იგივე ექვსი თვის ან მეტი ხნის შემდეგ არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, შეიძლება, ზოგიერთს არასოდეს დაუბრუნდეს.
3. თქვენ ავრცელებთ დაავადებას ბავშვებში. 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ ნახევარზე მეტია სრულად აცრილი. CDC-ის თანახმად, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 23%-მა მიიღო პირველი დოზა. იმის გამო, რომ “ბუსტერ ” დოზები, რომლებიც მიჩნეულია “ომიკრონის” წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარ კომპონენტად – ცოტა ხნის წინ არის დამტკიცებული CDC-ის მიერ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
4. გადატვირთავთ ჯანდაცვის სისტემას, რადგან გამიზნულად “ომიკრონის” ინფიცირების მომართვიანობაც გაიზრდება.
5. ნუ ეთამაშებით დედა-ბუნებას.