GORBI: კითხვაზე – ხაშურის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ პაატა ჩადუნელს გამოკითხულთა 56,3% აძლევს ხმას, დამოუკიდებელ კანდიდატ ვალერი გელაშვილს კი 43,7%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, ხაშურის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნების“ კანდიდატ პაატა ჩადუნელს გამოკითხულთა 56,3% აძლევს ხმას;
- დამოუკიდებელ კანდიდატს, ვალერი გელაშვილს კი – 43,7%.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.