GORBI: კითხვაზე: ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ზუგდიდში, შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 70,8 %, „ძლიერ საქართველო ლელოს “ – 10,8%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან
ზუგდიდში, შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 70,8 %;
- „ძლიერ საქართველო ლელოს “ – 10,8%;
- „გახარია საქართველოსთვის” ირჩევს გამოკითხულთა – 10,2%;
- „გირჩს“ კი -5,8%;
- სხვა კანდიდატებს კი მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების 2,4%.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.