GORBI: კითხვაზე – ბათუმის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე დაასახელა გამოკითხულთა 64,7%-მა, გახარიას კანდიდატი გოჩა გუგუნავა – 22,8%-მა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, ბათუმის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან ბათუმში, შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი ცინცაძეს 64,7%-იანი მხარდაჭერა აქვს;
- „გახარია საქართველოდან“ კანდიდატ გოჩა გუგუნავას 22,8%;
- დამოუკიდებელ კანდიდატ კახაბერ ცისკარიძეს კი 6,1%;
- ყველა სხვა კანდიდატს ჯამში მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების 6,4%.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.