ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან? თბილისში შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების 59,1%;
- „ძლიერი საქართველო ლელოს“ – 13,7%-იანი მხარდაჭერა აქვს;
- „გირჩს“ ნდობას უცხადებს 12,6%;
- „გახარია საქართველოსთვის“ 9,6%;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მოიპოვა 2,8 პროცენტიანი მხარდაჭერა;
- სხვა პარტიებმა კი ჯამურად მიიღეს 2,2 პროცენტი.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.