GORBI: კითხვაზე: ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას თელავში, შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 69,1 %, „გახარია საქართველოსთვის“ – 16,3 %
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან თელავში, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს 69,1 %;
„გახარია საქართველოსთვის“ – 16,3 %;
„ლელოს“ კი – 12,8%;
ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 1,8 %-იანი მხარდაჭერა.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.