GORBI: კითხვაზე – ქუთაისის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ერემაშვილს გამოკითხულთა 67,9%-იანი მხარდაჭერა აქვს, გახარიას პარტიის წარმომადგენელ პაატა ზაქარეიშვილს – 21,9%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, ქუთაისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
დავით ერემეიშვილს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს – 67,9%-იანი მხარდაჭერა აქვს;
გახარიას პარტიის წარმომადგენელ პაატა ზაქარეიშვილს – 21,9 % უჭერს მხარს;
გიორგი ამაღლობელს – „საქართველოდან“ კანდიდატს კი 10,2%.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.