GORBI: კითხვაზე – ზუგდიდის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დათო კოდუას გამოკითხულთა 71,9% უჭერს მხარს, „ძლიერი საქართველოდან“ გიორგი თოდუას – 20,2%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე, ზუგდიდის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან? პასუხები ასე გადანაწილდა:
- დათო კოდუას – „ქართული ოცნების“ კანდიდატს გამოკითხულთა 71,9% უჭერს მხარს;
- გიორგი თოდუას – „ძლიერი საქართველოდან“ 20%;
- რამაზ ჩაჩიბაიას – „საქართველოდან“ კი 7,9%.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.