GORBI: კითხვაზე: ადგილობრივი არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას ბათუმში, „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 62,8%, „გახარია საქართველოსთვის“ – 16,7%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან, ბათუმში შედეგები ასე გადანაწილდა:
- „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 62,8%;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 16,7%;
- „გირჩს“ აქვს გამოკითხულთა 9,6% მხარდაჭერა;
- „ძლიერი საქართველო „ლელოს“ აქვს 5,7%-იანი ნდობა;
- სხვა პარტიებს კი 5,2%.
გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.