17 მაისისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წითელი კაბა“ გამოვიდა

17 მაისისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წითელი კაბა“ გამოვიდა. ფილმი ეძღვნება 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს. სცენარის ავტორი ანუკი ბურდული, რეჟისორი კი სალომე საღარაძეა. მოქმედება 17 მაისს განვითარებული მოვლენების გარშემო ხდება. ფილმი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით შეიქმნა.
გადაღებები ერთი თვის წინ დასრულდა. მაყურებელს უკვე შეუძლია მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნახვა. „კვირა“ კინოსურათის რეჟისორს, სალომე საღარაძეს დაუკავშირდა.

– რას ეძღვნება ფილმი?
– ეს იყო ორგანიზაცია „იდენტობის“ პროექტი, რომელიც 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. ეს არის დედის ისტორია, რომელმაც აღმოაჩინა, რომ შვილი არატრადიციული ორიენტაციის არის. ფილმში ასახულია დედის განცდები და მისი დამოკიდებულება, რომელიც ერთ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა.
– ფილმის იდეას ბევრი ჩვენს  ქვეყანაში რთულად აღიქვამს. ამ გარემოებამ თუ დაგაბრკოლა?
– ფილმის გადაღებისას ყველაზე დიდ სირთულეს მსახიობების შერჩევისას წავაწყდით. არც ერთი მსახიობი ქალი არ დაგვთანხმდა, ეთამაშა ფილმში. გაგვიჭირდა შვილის როლზე მსახიობის შერჩევაც. მათი უმრავლესობა კინოსურათში მონაწილეობისგან თავს იკავებდა მიზეზით, რომ არ იზიარებდნენ ფილმის იდეას.
– პირადად შენ თუ იზიარებ ამ იდეას?
– მე ყველანაირად ვეწინააღმდეგები ძალადობას. და ეს ფილმიც იყო გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომ ლგბტ პირების მიმართ არ განახორციელონ ძალადობა, რადგან ეს ადამიანები არ არიან სხვა პლანეტიდან, ისინი ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და მათი დედებიც განიცდიან მათ მიმართ ძალადობას.

 

10568057_873972759297685_140682283_n

 

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=WhbsmHkO6EI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები