ვახტანგ კაპანაძე სამხრეთ კორეაში სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ხელმძღვანელობით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნები სამხრეთ კორეაში გაერთიანებული შტაბების დირექტორატის ხელმძღვანელის, ადმირალ ჩოი იონ ჰის მიწვევით გაემგზავრნენ.
საქართველოს გენერალური შტაბის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სამხრეთ კორეის გენერალური შტაბების დირექტორატში გაიმართა. მასპინძელი მხარის სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და სამხრეთ კორეის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. სამხრეთ კორეის არმიის სახმელეთო, საზღვაო და საჰარეო ძალების მოწყობილ კოლოფებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმა.
საქართველოსა და სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. კორეულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განვითარებაში გაუწიოს დახმარება. ადმირალ ჩოი იონ ჰის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში საქართველოში სამხრეთ კორეის თავდაცვის ატაშე დაინიშნება. შეხვედრაზე ქართული მხარე სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორიას, სტრუქტურულ შენაერთებსა და სამომავლო განვითარების გეგმას გაეცნო.
გაერთიანებული შტაბის დირექტორატში შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და კორეელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური შტაბის წარმომადგენლები სამხრეთ კორეის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებულ ჰოლდინგებსაც ესტუმრნენ. თავდაცვის სამრეწველო ასოციაციის (DAPA) ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს სამხედრო მრეწველობის ხედვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ქართველმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა „liGNext Co. LTD“, KIA”, “DOOSAN” და “Hynday Rotem”-ის ქარხნები მოინახულეს და სამხედრო წარმოებას ადგილზე გაეცნენ.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად, სამხრეთ კორეის სამხედრო ბაზები დაათვალიერა და ტაქტიკურ სწავლებასაც დაესწრო.
სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა სამხრეთ კორეის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

10915_812407915458619_1472494740769064324_n

15662_812408758791868_5850504963180986771_n

60270_812407918791952_3071865212683126372_n

1972425_812408515458559_432417240425336455_n

10300786_812408845458526_5007478732743444238_n

10300954_812408852125192_1921006973814367943_n

10359149_812408425458568_8981602060217238025_n

10359225_812408848791859_2873237379744518989_n

10363358_812408292125248_4025753496851697981_n

10378249_812408928791851_2573911745106093096_n

10394594_812408015458609_2119420293426461990_n

10400861_812408632125214_9194072187936872890_n

10409470_812408408791903_5494075975583544580_n

10409573_812408592125218_8039481567988049886_n

10455355_812408145458596_8309561539674001800_n

10478143_812408322125245_6388206235373539003_n

10513457_812408222125255_6914948423889638359_n

10514482_812407928791951_8175087084354975395_n

10514746_812408278791916_4896225861109107940_n

10525988_812408112125266_5709917054095936480_n

10527790_812409045458506_7101248495407745906_n

10532361_812408162125261_7356719367205590851_n

10534613_812409075458503_5088348973221570593_n

10540561_812408412125236_6129695067481735123_n

10542907_812408668791877_2563331370656319043_n

10544414_812408748791869_3977970423307558502_n

10552423_812408562125221_8714463762076576047_n

10553521_812408945458516_8866084969016119925_n

10563044_812408588791885_5618976761493601990_n

10565155_812408508791893_4120564100374105516_n

10580230_812408718791872_1054343649470117799_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები