გრაფიკული დიზაინის კონკურსი „ოპტოგრამა“ გამოცხადდა
საუკეთესო პლაკატის გამოსავლენად გრაფიკული დიზაინის ღია კონკურსი „ოპტოგრამა“ გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ გრაფიკოს დიზაინერებს, ისე მოყვარულებსაც. გამარჯვებულებს ჟურნალ „დიზაინთბილისის“ რედაქცია ჟიურის წევრებთან ერთად გამოავლენს. საუკეთესოები დასახელდებიან შემდეგი თემებიდან: ძეგლები, დისკრიმინაცია, სარეკლამო პლაკატი ნებისმიერ ჟანრში. 2014 წლის სექტემბერში ნამუშევრები საგამოფენოდ შეირჩევა, 10 პლაკატი გამოცხადდება გამარჯვებულად, დასახელდება ერთი საუკეთესო და ერთი სპეციალურ ნომინანტი. მოეწყობა ამორჩეული პლაკატების გამოფენა და გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება. პროექტი ხორციელდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. რეგისტრაცია მსურველებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: