სოზარ სუბარი: კანონი მიიღება იმ ფორმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს გარკვეული გარანტიები ჰქონდეთ

„სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციასა და თანამდებობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კრიტიკა მივიღეთ თავის დროზე, როდესაც ეს ინსტიტუტი იქმნებოდა. ყველა გვაკრიტიკებდა, რომ არ შეიძლება ორი ინსტიტუციის ერთად გაკეთება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს.

მისივე თქმით, კანონი მიიღება იმ ფორმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს გარკვეული გარანტიები ჰქონდეთ.

„სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციასა და თანამდებობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კრიტიკა მივიღეთ თავის დროზე, როდესაც ეს ინსტიტუტი იქმნებოდა. ყველა გვაკრიტიკებდა, რომ არ შეიძლება ორი ინსტიტუციის ერთად გაკეთება, ვინაიდან მათ შორის არსებობს ინსტიტუციური კონტროლი. ვეთანხმები მე ამას, გუნდშიც არ იყო მაშინ ერთიანი აზრი, თუმცა, მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ერთად. ინსტიტუციური კონფლიქტი ნამდვილად არსებობს და მაშინ ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ზუსტად ის კეთდება ახლა. კრიტიკის საფუძველი, რაც შეიძლება, დარჩეს, არის რატომ დაჩქარებული წესით. ნამდვილად არ არის კარგი, როცა ასეთ კანონს იღებ დაჩქარებული წესით, მაგრამ წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან ეს ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული. მეორე მოსმენამდე იგეგმება, რომ გარკვეული კონსულტაციები გავიაროთ. შესაბამისად, კანონი იქნება მიღებული იმ ფორმით, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ გარკვეული გარანტიები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები