“Elite Model look“-ის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს

საერთაშორისო სამოდელო კონკურსისთვის – “Elite Model look Georgia” შესარჩევი ტური მიმდინარეობს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს და 16-დან 25 წლამდე ასაკის ბიჭებს. სავალდებულო პარამეტრებია : გოგონებისთვის სიმაღლე -მინიმუმ 170 სმ, ბიჭებისთვის – 180 სმ. კასტინგის შედეგად შეირჩევა გოგონების და ბიჭების ტოპ 15 -ეული, საიდანაც საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Elite-ის წარმომადგენელი თავად შეარჩევს გამარჯვებულ გოგონას და ვაჟს, რომლებიც გაემგზავრებიან ჩინეთში, “Elite Model look”-ის მსოფლიო ფინალზე. მასში გამარჯვებულ გოგონებს ელით 600 000, ბიჭებს კი – 130 000 ევრო. შესარჩევი კასტინგები ხვალ რუსთავში დაიწყება, რეგიონებში ჩატარდება და 13 სექტემბერს, თბილისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები