„იურმალაზე“ ქართველი ბუზალაძე ისევ პირველ ადგილზეა (ვიდეო)

იურმალაში, „ახალი ტალღის“ მეორე საკონკურსო დღის შედეგებით, ნუცა ბუზალაძე ისევ ლიდერობს. ქართველმა შემსრულებელმა ნაციონალურ ტურში 151 ქულა მიიღო. კონკურსანტმა სოფო ხალვაშთან ერთად მიხეილ ჩირინაშვილის „ყვავილების ქვეყანა“ შეასრულა. წელს კონკურსში 13 ქვეყნის 16 კონკურსანტი მონაწილეობს. კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ პირველივე ტურში ფურორი მოახდინა. პირველ და მეორე ტურშიც მომღერალმა ჟიურისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=SuzbyQ6mEvs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები