კელი დეგნანი – ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: სამწუხაროდ, პროცესი ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.
მისი თქმით, პროცესი ყოველგვარი კონსულტაციებისა და გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა, რაც სამწუხაროა.
“სამწუხაროდ, ეს პროცესი ამ კანონმდებლობის შემუშავების, წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე, მათ შორის, არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თუ ამ სფეროს ექსპერტებთან მაშინ, როცა არ იყო საჭიროება, რომ პროცესი წარმართულიყო ასე ნაჩქარევად.
გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა ოფისმა წარუდგინა საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ამ სააგენტოს გაძლიერებას, თუმცა, ამ კანონმდებლობის განხილვა არ მომხდარა. ყველაზე მეტად პრობლემური საკითხი არის ის, რომ ეს ახალი კანონი შეიცავს იმ რეგულაციას, რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო სამსახურიდან მარტის თვეში მაშინ, როცა არანაირი კითხვის ნიშანი ამ თანამშრომლის მიმართ არ ყოფილა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.