ოპერა 162-ე სეზონს ხურავს
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 162-ე სეზონს 27 ივლისს, 19 საათზე, დახურავს. დასკვნითი საღამოს გალაკონცერტზე თეატრის სოლისტები იმღერებენ. ღონისძიებაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდიც მონაწილეობს. კონცერტს თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო წარუძღვება. შესრულდება სცენები გაეტანო დონიცეტის, ჯუზეპე ვერდის, რუჯერო ლეონკავალოს, ჟორჟ ბიზეს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან. 162-ე თეატრალური სეზონის ბოლო გალაკონცერტი გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება.