ავღანეთიდან 23-ე ბატალიონის კიდევ ერთი ნაკადი დაბრუნდა

ავღანეთიდან სამშობლოში 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი დღეს დილით დაბრუნდა. 23-ე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებდა ISAF-ის მისიას. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებებს საქართველოს დროშის ქვეშ ასრულებდა.
ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, 4 თვის განმავლობაში სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე ალექსეებკას სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.
23-ე ბატალიონი ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრა. მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო ამოცანას მეორედ ასრულებდნენ და ორივეჯერ უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. თვის ბოლოსთვის ქვედანაყოფის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nv0gOEZLndE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები