თელავში ისტორიულ ძეგლებს რეაბილიტაცია ესაჭიროება

თელავში ისტორიულ ძეგლებს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია მეშვიდე საუკუნით დათარიღებული ვარდისუბნის „დეკანოზური“ ეკლესია, მერვე საუკუნით დათარიღებული ანდრონიკაშვილების ეკლესია და ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლი. ძეგლების რეაბილიტაციისთვის თელავის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. თელავის გამგეობაში აცხადებენ, რომ 10-მდე აღსადგენი ძეგლის ნუსხა შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა, რის საფუძველზეც შენობებს რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები