თბილისის კინოფესტივალისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის სექციისთვის „ქართული პანორამა“ განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ რეჟისორებს 2014 წელს დამზადებული მოკლე, ან სრულმეტრაჟიანი ფილმით. მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა წარმოადგინონ კინოხელოვნების ცენტრ „პრომეთეში“. ოფიციალური ჯილდოები ყოველ წელს იცვლება და სპონსორების მიერ დაწესებულ პრიზებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, პრიზი საერთაშორისო ფესტივალებზე გამგზავრებას, ან შემდგომი კინოპროექტის მხარდაჭერას მოიცავს. პრიზები ფესტივალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გამოცხადდება. კინოფესტივალი 2014 წლის 1-7 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები