შავი ზღვის ჯაზფესტივალი იხსნება

დღეს შავი ზღვის VIII ჯაზფესტივალი იხსნება. მასში მსოფლიოს ცნობილი ჯაზშემსრულებლები მონაწილეობენ. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ბათუმის ტენისის კორტებზე ჩატარდება. ფასიანი კონცერტების გარდა, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ბენდი “MEN IN BRASS” სამი დღის განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს, სადაც ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ცოცხალ მუსიკას უფასოდ მოუსმინონ. ჯაზფესტივალზე მსმენელის წინაშე შემდეგი მსუიკოსები წარდგებიან: KOOL AND THE GANG (USA), LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA), MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX (AT)”. შავი ზღვის რიგით VIII ჯაზფესტივალს კულტურის სამინისტრო და “თი-ბის-ი ბანკის” პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები